16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

თევდორე მღვდლის #10-ში მდებარე ავარიულ კორპუსში, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ, დასუფთავებითი სამუშაოები ჩატარდა.

კორპუსის მცხოვრებლებს დღეს დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე, კონკრეტული განრიგის მიხედვით ექნებათ შესაძლებლობა ავარიული შენობიდან საკუთარი ნივთები მეხანძრე-მაშველების მეთვალყურეობით გამოიტანონ. თბილისის განვითარების ფონდმა უკვე აღწერა ექვსი ოჯახის საცხოვრებელი ფართის კვადრატულობა და პროცესი გაგრძელდება.

კორპუსიდან გაიყვანეს 102 ადამიანი, რომლებიც დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით 11 სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები