16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან, საქართველოს მთავრობის მიდგომასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებს შორის ფართოდ გაზიარებული შეშფოთება არსებობს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან, საქართველოს მთავრობის მიდგომასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებს შორის ფართოდ გაზიარებული შეშფოთება არსებობს
ვხედავ, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებს შორის ფართოდ გაზიარებული შეშფოთება არსებობს, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ბრიუსელში „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„პირველ რიგში, საქართველოს შესახებ 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად შეხვედრაზე ვისაუბრებთ. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობის მიდგომასთან დაკავშირებით ფართოდ გაზიარებული შეშფოთება არსებობს. ეს ნამდვილად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხრიდან ველით. მე საქართველოს მოსახლეობაზე ვფიქრობ. ვხედავ, რომ ბევრი მათგანი ევროპული ჰორიზონტისკენ ისწაფვის, ბევრი მათგანი უვიზო რეჟიმს აფასებს. დღეს გავიხილავთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფართოდ გაზიარებული შეშფოთება არსებობს, რადგან ეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა კასპარ ველდკამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები