15 ივლისი, სამშაბათი, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

ევროკომისარი იორგენსენი: 2024 წელს ევროკავშირმა გაცილებით მეტი ფული რუსულ გაზზე დახარჯა, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის დან იორგენსენის განცხადებით, ევროკავშირის მიერ 2024 წელს რუსულ გაზისთვის დახარჯული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება. მისი თქმით, ეს იმის ფონზე მოხდა, როცა ევროკავშირი 2027 წლისთვის რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას აპირებს.

„2024 წელს რუსული გაზისთვის გაცილებით მეტი ფული დავხარჯეთ, ვიდრე უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება იყო. მეტი ყურადღება გვმართებს, რათა არ გავიმეოროთ დაშვებული შეცდომა და ერთი დამოკიდებულებიდან მეორეზე არ გადავერთოთ. ამიტომაც აუცილებელია ენერგომატარებლების დივერსიფიკაცია“, – განაცხადა იორგენსენმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები