15 ივლისი, სამშაბათი, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

„ფიფას“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული „ჩელსი“ გახდა

„ფიფას“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული „ჩელსი“ გახდა
“ჩელსიმ” “პარი სენ-ჟერმენი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა და “ფიფას” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ფინალურ მატჩში ანგარიში ინგლისურმა კლუბმა პირველივე ტაიმში გახსნა. კოულ პალმერმა – 22-ე და 30-ე წუთზე დუბლი – შეასრულა და საკუთარი კლუბი 2- გოლიანი უპირატესობით გაიყვანა. პირველი ნახევრის 43-ე წუთზე, მესამე გოლი “ჩელსის” პედრუმ მოუტანა.

ფინალს ესწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. შეხვედრა ნიუ-ჯერსიში, ქალაქ ისტ რუზერფორდის „მეტლაიფ სტადიონზე“ ჩატარდა.

როგორც ცნობილია, ფიფა-ს ტურნირში 32 საფეხბურთო კლუბი იღებდა მონაწილეობას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები