მერცი აცხადებს, რომ ტრამპის ახალი ტარიფების საკითხის მოსაგვარებლად საფრანგეთთან და ევროკავშირთან იმუშავებს

ფრიდრის მერცის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან გამძაფრებული სატარიფო ომის მოსაგვარებლად, გერმანია საფრანგეთთან და ევროკომისიასთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. გერმანიის ფედერალური კანცლერის თქმით, პირველ აგვისტომდე დარჩენილი დრო ამ საკითხის გადასაწყვეტად, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.

„მე უქმეებზე დეტალურად განვიხილე ეს საკითხი ემანუელ მაკრონთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან. მანამდე ვესაუბრე თავად პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ გვინდა, რომ პირველ აგვისტომდე პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. მოლაპარაკებები დაწყებულია“, – აღნიშნა მერცმა.

დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...