„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა⚽

„ლივერპულის“ რიგებში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა – ინგლისურმა გრანდმა ამხანაგურ მატჩში „პრესტონი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა. ქართველმა მეკარემ მოედანზე პირველი 45 წუთი გაატარა და ერთი ბურთის მოგერიებაც შეძლო. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც „ლივერპულში“ ითამაშა.

მამარდაშვილი „ლივერპულმა“ გასულ წელს „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთი სეზონით ესპანურ გუნდში იჯარის წესით დატოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე დებიუტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს რომ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტია.

„განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით ლივერპულში. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს მამარდაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...