დონალდ ტრამპი: ნატოს პრობლემა მოვაგვარე. ისინი 2%-ს არ იხდიდნენ, მაგრამ ახლა 5%-ს იხდიან

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს პრობლემა მოგვარებულია და წევრი ქვეყნები უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მთლიანი შიდა პროდუქტიდან 5% -ს გადაიხდიან. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„ნატოს პრობლემა მოვაგვარე. ისინი 2%-ს არ იხდიდნენ, მაგრამ ახლა 5%-ს იხდიან. ასე რომ, წელიწადში ტრილიონ დოლარს ვხარჯავთ და ნატოში ძლიერი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა ძლიერი პოზიცია ბაიდენის შემთხვევაში“, – აღნიშნა ტრამპმა.

2025 წლის ჰააგის სამიტზე ნატოს წევრებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ალიანსი მხარს უჭერს თავდაცვითი ხარჯების ზრდას მშპ-ის 5%-მდე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...