საფრანგეთის არმიის მეთაური: უკრაინაში ევროპის უსაფრთხოება წყდება – უკრაინის დამარცხება ნამდვილად იქნება ევროპული დამარცხება

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ტიერი ბურკარდმა განაცხადა, რომ რუსეთი „მუდმივ საფრთხეს“ წარმოადგენს.

მისი თქმით, „ეს არის ნამდვილი კონვენციური და ბირთვული ძალა“, რომელსაც „სრულყოფილი არმიის მოდელი აქვს“.

გენერალმა ბურკარდმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „არ ეშინია ამერიკის სრულად გასვლის“ – „ეს მათ ინტერესებში არ შედის“ – „ევროპელებისთვის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის აუცილებლობა არსებითია“, რადგან „უკრაინაში ევროპის უსაფრთხოება წყდება“.

„უკრაინის დამარცხება ნამდვილად იქნება ევროპული დამარცხება“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...