12 ივლისი, შაბათი, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ კარიერულ დიპლომატსა და საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ კარიერულ დიპლომატსა და საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წელს ინიცირებული რეორგანიზაციის გეგმის შესაბამისად ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებებს უგზავნის 1 107 საჯარო მოხელესა და 246 საგარეო სამსახურის ოფიცერს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მუშაობენ.

საგარეო სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც რეორგანიზაცია შეეხება, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან ადმინისტრაციული შვებულებით 120 დღით, რის შემდეგაც ისინი ოფიციალურად დაკარგავენ სამსახურს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები