ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინას ნატოს გავლით მიაწვდის იარაღს.
კერძოდ, ალიანსის პრესმდივანმა, ელისონ ჰარტმა განაცხადა, რომ ნატო აგრძელებს მუშაობას უკრაინისთვის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
„ალიანსის წევრები აგრძელებენ მუშაობას, რათა უკრაინას მიაწოდონ რუსული აგრესიისგან თავდაცვისთვის საჭირო მხარდაჭერა. ეს მოიცავს გადაუდებელ ძალისხმევას შეერთებული შტატებიდან ძირითადი მარაგების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალის შესაძენად“, – აღნიშნა ელისონ ჰარტმა.