რუბიო აცხადებს, რომ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრის შანსები მაღალია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მალაიზიაში ჩინელ კოლეგასთან პირველი პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, შედგება სამიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის.

რუბიომ პარასკევს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან გამართულ შეხვედრას „ძალიან კონსტრუქტიული და პოზიტიური“ უწოდა.

ეს შეხვედრა განიხილება, როგორც შესაძლებლობა აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების სამიტისთვის, რომლის გამართვაც ტრამპს წელს სურდა.

„ორივე მხარეს აქვს ამის გაკეთების დიდი სურვილი. ვფიქრობ, შანსები დიდია“, – განაცხადა რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა იპოვის „ურთიერთმისაღებ თარიღს“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...