ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს შუამავლების გარეშე პირველად შეხვდნენ

აბუ-დაბიში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს შუამავლების გარეშე პირველად შეხვდნენ. მოლაპარაკებები 4 საათს გაგრძელდა და მიმდინარეობდა როგორც „ერთი ერთზე“ ფორმატში, ასევე დელეგაციების მონაწილეობით.

მხარეებმა განიხილეს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა და ზანგეზურის დერეფნის გახსნა.

ამ ეტაპზე ერევანმა და ბაქომ რაიმე გარღვევას ვერ მიაღწიეს, თუმცა, ცნობილი ხდება მათი პოზიციების დაახლოების შესახებ. სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ადგილი და თარიღი კვლავ უცნობია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...