სამართალდამცველზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას ოთხი წლითა და ექვსი თვით

სამართალდამცველზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი საბა ჯიქიას მეგობრები და აქტივისტები ხმაურით შეხვდნენ.

საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...