შსს: ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებს რუსთაველზე აპროტესტებენ. ლევან ხაბეიშვილის მოწოდების შემდეგ, ადამიანები ჯერ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, თუმცა გზის გადაკეტვა ვერ მოახერხეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და არანაირად არ უკავშირდება ეს საპროცესო...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა, მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა. მასთან ერთად გათავისუფლდა კიდევ ერთი მსჯავრდადებული ლაშა ბერიძეც. როგორც...