დონალდ ტრამპი ტარიფებით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც „ბრიკსის“ პოლიტიკას დაუჭერენ მხარს.
„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ბრიკსის“ ანტიამერიკულ პოლიტიკას დაუჭერს მხარს, დამატებით 10%-იან ტარიფს დავუწესებთ და გამონაკლისი აქ არ იქნება“, – წერს თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში.
„ბრიკსის“ ლიდერთა სამიტი რიო-დე-ჟანეიროში დაიწყო.









