4 ივლისი, პარასკევი, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

Politico: ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ენერგეტიკის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ემხრობა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ენერგეტიკის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ემხრობა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ უიტკოფის ამ ინიციატივას, თეთრ სახლში ყველა არ იზიარებს. მაგალითად, მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრიდან რუსეთის შევიწროების და ამერიკული ენერგომატარებლებისთვის ადგილის გათავისუფლების მომხრეა ამერიკის შინაგან საქმეთა მდივანი, დუგლას ბერგამი.

Politico-ს ინფორმაციით, ახლა მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად მოახერხებს ევროპა სრულად უარი თქვას რუსულ ენერგომატარებლებზე.

ბრიუსელში კი იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ევროპის ენერგეტიკული ბაზრის და შესაბამისად, გავლენების სფეროების გადანაწილება სურთ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები