3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025
3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

უკრაინის რადის დეპუტატი აშშ-ის მიერ იარაღის მიწოდების შეჩერებაზე: ჩვენთვის ეს ძალიან უსიამოვნოა

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას ქვეყნის უმაღლესი რადის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრი, ფიოდორ ვენისლავსკი გამოეხმაურა და მას ძალიან უსიამოვნო უწოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ეს მტკივნეულია, და იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს ახორციელებს, ეს ძალიან უსიამოვნო ვითარებაა“, – აღნიშნა ვენისლავსკიმ.

ამასთან ერთად, ერთ-ერთმა წყარომ უკრაინიდან სააგენტოს განუცხადა, რომ კიევი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების დეფიციტს განიცდის. მისი თქმით, აშშ-ის მიერ იარაღის მიწოდების შეჩერება „ძალიან სამწუხაროა“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები