25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025
25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

რიკარდ იოზვიაკი: საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ

რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში X ნატოს სამიტის წინ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ წინა სამიტებისგან განსხვავებით, წელს ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე არაფერი თქმულა.

„საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც სიტყვით გამოვიდნენ ზელენსკი, რუტე, კოშტა და ფონ დერ ლაიენი, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ. რადიკალურად განსხვავდება ვილნიუსის 2023 წლისა და ვაშინგტონის 2024 წლის სამიტებისგან“, – წერს იოზვიაკი.

— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) June 24, 2025
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში ნატოს ორდღიანი სამიტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი 25 ივნისსაც გაგრძელდება. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნატოს გენმდივანი პრესკონფერენციას გამართავს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები