ამერიკელი კანონმდებლები უცხოური დახმარების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ხარჯების აღმოფხვრას ითხოვენ.
წარმომადგენელთა პალატაში, მთავრობის ეფექტიანობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა ოფიციალური წერილით მიმართა ასიგნებების კომიტეტს, რომ 9 მილიარდ დოლარიან შემცირების პაკეტს საკანონმდებლო ფორმა მიეცეს.
მარჯორი ტეილორ გრინი აღნიშნავს, რომ ამერიკელ ხალხს არ სურს „ვოუქ“ იდეოლოგიის NGO-ებზე ფულის დახარჯვა. კანონმდებელი მომავალი ფისკალური წლისთვის, ხარჯების კიდევ უფრო შემცირებასაც მოითხოვს.