4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ჩხოროწყუში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუამ საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” , ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლება პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლიას საფლავი.

კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების ანსამბლისა და სკვადასხვა წრის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.