4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელმა ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელმა ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელა
ისრაელმა ოთხშაბათს, გამთენიისას, ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით განახორციელა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაშია აღნიშნული.

„საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათი ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო ობიექტები, რომლებსაც როგორც მიწა-მიწის, ასევე მიწა-ჰაერი კლასის რაკეტების წარმოებისთვის იყენებდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის შესაფერხებლად თეირანში ცენტრიფუგების წარმოების ობიექტს დაარტყეს.

„ირანის რეჟიმი ურანს ამდიდრებს, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად არის განკუთვნილი“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.