წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ მესამე მოადგილე ისევ ვერ დანიშნა. რამდენიმე თვიანი მცდელობის მიუხედავად, მესამე მოადგილოს თანამდებობა ისევ ვაკანტურია. კანდიდატად მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე, ენმ-ს წევრი, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმდომარე ლევან კონჯარიაა წარდგენილი, თუმცა მისი გამოცდილება საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე და არც ერთმა საკრებულოს წევრმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, უფრო მეტიც პარტიებმა კვორუმში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს.
პარტიებს თავისი არგუმენტები აქვთ, თუმცა განსხვავებული. მმართველ გუნდში ლევან კონჯარიას პოლიტიკურ წარსულს უსვამენ ხაზს და აცხადებენ რომ ლევან ხაბეიშვილის გუნდი წალენჯიხაში, საარჩევნოდ გაძლიერებას ცდილობს, რადგან მოქმედ მერს ადგილობრივების მხარდაჭერა არ აქვს, განსაკუთრებით, წელს მომხდარი სტიქიების დროს, როცა ხარჩილავამ სტიქიის პირისპირ მარტო დატოვა მოსახლეობა და მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე არ გამოჩნდა, ასევე მნიშვნელოვანი პროექტების ჩავარდნის შემდეგ მისი რეიტინგი საკმაოდ დაეცა.









