ჩხოროწყუში, გარახას უბანში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა  მიმდინარეობს.

ხიდი,  ძველი ამორტიზებული ხიდის მიმდებარედ შენდება.

ხიდის სიგრძე 75, ხოლო სიგანე 10 მეტრს შეადგენს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 680 000 ლარით ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილზე გაეცნო.

მიმდინარე წელს ახალი საავტომობილო ხიდი ასევე სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში აშენდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთში შაბათს დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლებისთვის წესრიგის უზრუნველსაყოფად ქუჩებში პოლიციასთან ერთად სამხედრო...

საფრანგეთი შაბათისთვის დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლებისთვის უკვე ემზადება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წესრიგის უზრუნველსაყოფად ქუჩებში პოლიციასთან ერთად სამხედრო ძალებიც გამოვლენ. პრემიერმა დემონსტრაციაზე გამოსვლის მსურველები გააფრთხილა, რომ კანონდამრღვევების მიმართ...