14 ივნისი, შაბათი, 2025
14 ივნისი, შაბათი, 2025

ტრამპის განცხადებით, ირანზე ისრაელის თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან წინასწარ იცოდა, რომ ისრაელი ირანს თავს დაესხმებოდა, თუმცა დასძინა, რომ ამერიკა ამ სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ის მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-თან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

„ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული ბომბი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდებით. ვნახოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი განცხადებით, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მისი ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ერთ-ერთ საკვანძო მოკავშირეს დაუკავშირდა და გააფრთხილა. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყანას დაუკავშირდა მისი ადმინისტრაცია.

ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები