14 ივნისი, შაბათი, 2025
14 ივნისი, შაბათი, 2025

ირანში ადასტურებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი

ისრაელის იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი დაიღუპა, – ინფორმაცია ირანის რამდენიმე სახელმწიფო მედიამ დაადასტურა.

სალამი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

ისრაელთან ბოლო დღეებში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, სალამიმ განაცხადა, რომ ირანი „სრულიად მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის, სიტუაციისა და გარემოებისთვის“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები