9 ივნისი, ორშაბათი, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე: გაიყვანეს კამერიდან რამაზ ღვალაძე და 4-5 საათის შემდეგ შემოიყვანეს, დამწვარი ჰქონდა ხელები და ფეხები – დენზე შემაერთეს, აღიარებას ითხოვდნენო, მოდულის შენობაში აწამეს, სადაც კუდ-ი იყო

“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ზაზა გვიმრაძემ, რომელიც ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმის ფარგლებში, 2011 წელს დააკავეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დაკავებულების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები გაიხსენა.

მისი განცხადებით, თანასაკნელი რამაზ ღვალაძე, კუდ-ის შენობაში აწამეს, კერძოდ, იგი დენზე შეაერთეს, რის შედეგადაც, ხელები და ფეხები დაეწვა.

“ჩამიყვანეს დაკავების იზოლატორში, სამმართველოში და იქ ჩემთან ერთად კამერაში რამაზ ღვალაძე მოხვდა. გაიყვანეს კამერიდან რამაზ ღვალაძე და 4-5 საათის შემდეგ შემოიყვანეს, დამწვარი ჰქონდა ხელები და ფეხები – დენზე შემაერთეს, აღიარებას ითხოვდნენო. მე ვკითხე დენზე როგორ გააკეთეს-მეთქი, აღიარებას ითხოვდნენ და ვუთხარი არაო. კუდ-ი სადაც იყო, მოდულის შენობაში, ახალაიები სადაც ისხდნენ, მანდ აწამეს რამაზ ღვალაძე. ღვთის წყალობით ცოცხალია. ჩვენ დაჭერილებიდან ორი კაცი დაგვაკლდა მარტო, ერთი – ჯემალ სურამელაშვილი და მეორე – ცამბაია თემური, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ისეთი წამება მე არ მინახავს გესტაპოზე რომ ძველად კინოებს იღებდნენ და გესტაპოები რომ აწამებდნენ, იმაშიც კი, უბრალოდ, მე ფრჩხილები არ ამაძვრეს, თორემ, სულ მცემდნენ.” – აღნიშნა ზაზა გვიმრაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები