“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე-თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი. ციხესაც არ უნდოდა ჩემი მიღება, აქ მოგვიკვდებაო

„თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, მე მაგალითად ფრჩხილები დამატეხეს ხელზე სკრეპის ამოსაღებით“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ნიკოლოზ გოგუაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ნიკოლოზ გოგუაძე იხსენებს სამმართველოში ყოფნის პერიოდს და ამბობს, რომ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსმა და შემდეგ ციხემაც მის მიღებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ “აქ მოგვიკვდებაო”.

„თითები მქონდა დამტვრეული. საერთოდ მთავარი სამმართველოს შემდეგ დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი და იძულებულები იყვნენ, გადამიკიდებდნენ წამიყვანდნენ და წამომიყვანდნენ. მთავარი სამმართველოს „კაპეზემ“, ჩემდა გასაოცრად, უარი განაცხადა ჩემს მიღებაზე. არ მივიღებთო, გაწვა ის კაცი, ვინც იყო მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსი, რომ მოკვდებაო. ნამდვილად არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი და სადმე სხვაგან წაიყვანეთო. საბოლოო ჯამში მაინც გამაფორმეს და შემიყვანეს. ზუსტად იგივე პრობლემა ჰქონდა ციხესაც ჩემი მიღების. ციხემაც გააპრობლემა, არ უნდოდათ ჩემი მიღება იმიტომ, რომ აქ მოგვიკვდებაო“-განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ მიქელაძე მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზაშვილზე თავდასხმაზე: ჩემი მხარდაჭერა მერაბს...

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და მის თანმხლებ პირზე, საბა ლაზიშვილზე, თავდასხმას ეხმაურება. დეპუტატი მხარდაჭერას უცხადებს მერაბ დვალიშვილსა და საბა...