ნიკოლოზ მეტრეველი უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს: საკუთარ აოხრებულ ქვეყანას მიხედეთ – ღირსები ხართ, უკრაინელი ლტოლვილები, რომლებსაც გადაჰყვა საქართველოს ხელისუფლება, უკან დაგიბრუნოთ ძალიან დემოკრატიულ და აყვავებულ უკრაინაში, უბრალოდ, ქართველი ხალხი ამას არ იკადრებს

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, ეხმიანება უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ “საქართველოში რაღაც შეიცვალა – მინდა გისურვოთ, რომ ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნდეთ”. მეტრეველი რეზნიკოვს მოუწოდებს, საკუთარ აოხრებულ ქვეყანას მიხედოს.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ნამდვილად არის ღირსი, რომ უკრაინელი ლტოლვილები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება თან გადაჰყვა, უკან დააბრუნონ “დემოკრატიულ და აყვავებულ უკრაინაში”, თუმცა, ქართველები ამას არ იკადრებენ.

“თუ შეიძლება, საკუთარ აოხრებულ ქვეყანას მიხედეთ.
ზოგადად, კი ხართ ღირსები უკრაინელი ლტოლვილები, რომლებსაც გადაჰყვა ყურადღებით საქართველოს ხელისუფლება აღარ მივიღოთ და უკან დაგიბრუნოთ ძალიან დემოკრატიულ და აყვავებულ უკრაინაში. უბრალოდ, ქართველი ხალხი შენსავით უნამუსო არ არის და ამას არ იკადრებს.” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ მიქელაძე მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზაშვილზე თავდასხმაზე: ჩემი მხარდაჭერა მერაბს...

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და მის თანმხლებ პირზე, საბა ლაზიშვილზე, თავდასხმას ეხმაურება. დეპუტატი მხარდაჭერას უცხადებს მერაბ დვალიშვილსა და საბა...