7 ივნისი, შაბათი, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

გია აბაშიძე: “ინტერპრესნიუსი” საქართველოს აძაგებინებს უკრაინის ნაგავ “პოლიტიკოსს”, ოლექსი რეზნიკოვს – ჟურნალისტი და რედაქცია რომ თანხმდებიან, უსინდისოდ დაამუნათებინონ საკუთარი ქვეყანა უცხოელ გარეწარს, ანტიქართველობასა და უბადრუკობაზე მიუთითებს

მედიის სტანდარტებში კი არა და ზნეობის ვერანაირ ჩარჩოშია ის, რაც “ინტერპრესნიუსმა” იკადრა – საქართველოს აძაგებინებს უკრაინის ვიღაც ნაგავ “პოლიტიკოსს”, ოლექსი რეზნიკოვს, კლასიკური უსამშობლობა! – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს აფასებს.

მისი განცხადებით, რეზნიკოვს, რომელიც 2023 წელს ზელენსკიმ გააძევა მთავრობიდან კორუფციული სკანდალების გამო, ქართული, “ვითომ საინფორმაციო სააგენტო” ჩვენს ქვეყანას ალანძღვინებს.

“მედიის სტანდარტებში კი არა და ზნეობის ვერანაირ ჩარჩოშია ის, რაც “ინტერპრესნიუსმა” იკადრა – საქართველოს აძაგებინებს უკრაინის ვიღაც ნაგავ “პოლიტიკოსს”, ოლექსი რეზნიკოვს, კლასიკური უსამშობლობა! ეს ვიგინდარა რეზნიკოვი 2023 წელს ზელენსკიმ გააძევა მთავრობიდან კორუფციული სკანდალების გამო. ქართული, ვითომ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” მას ჩვენს ქვეყანას ალანძღვინებს და რაღაც ჩალისფასიანი ნოტაციებით ტირაჟირებს.

რა მნიშვნელობა აქვს, კორუმპირებულია თუ არა, უკრაინელია თუ სხვა ეროვნების? ჟურნალისტი და რედაქცია რომ თანხმდებიან უსინდისოდ, უარგუმენტოდ დაამუნათებინონ საკუთარი ქვეყანა ვიღაც უცხოელ გარეწარს, ანტიქართველობასა და უბადრუკობაზე მიუთითებს.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები