7 ივნისი, შაბათი, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის და- ჩემი ძმის დაავადება შედიოდა იმ ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის გადავადებას. სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს მივმართე, დამეხმარე, გადავარჩინო მეთქი და ეს არ შედის ჩემს უფლებებშიო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის გიორგი ავალიშვილის და გიული ავალიშვილი საუბრობს.

ავალიშვილი იხსენებს, თუ როგორ უთხრა უარი მისი ძმის დახმარებაზე მაშინდელმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.

„ჩემი ძმის დაავადება შედიოდა იმ ჩამონათვალში, რომელიც ითვალისწინებს გათავისუფლებას გამოჯანმრთელებამდე, გადავადებას. ეს იყო თირკმელების მწვავე უკმარისობა, მე-5 სტადია, ტერმინალური, რაც უკვე სიკვდილს ნიშნავს და მას დათვლილი აქვს დღეები. ჯერ დავიწყე ბრძოლა. რომ იტყვიან რკინის ქალამანი ჩავიცვი. სად არ მივედი, ვის არ მივმართე, ჩამონათვალი მაქვს გაკეთებული. ასე მგონია, თითქოს ყველა დაყრუებული იყო, არავის არაფერი ესმოდა და არ უნდოდათ გაეგონათ. ვიხვეწებოდი ძმა გადამირჩინეთ მეთქი, პასუხს არავინ მცემდა. ჩემი მიღებაც კი არ უნდოდათ. სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მივმართე და პასუხი გამომიგზავნეს, რომ საერთოდ წარმოებაში არ მიიღეს ჩემი წერილი, არ ექვემდებარება სახალხო დამცველსო. სასჯელაღსრულების და ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივი კომისია რომ იყო, მივმართე. პასუხი რომ არ გამცა და არ მიიღო ჩემი თხოვნა, ამის შემდეგ მივმართე ზუსტად სახალხო დამცველს რომ მიშველე, დამეხმარე, მიშუამდგომლე რომ ჩემი ძმის ეს დაავადება იმ ჩამონათვალში არის და დამეხმარე, რამენაირად გადავარჩინო მეთქი და ეს არ შედის ჩემს უფლებებშიო“-განაცხადა გიული ავალიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები