1 ივნისი, კვირა, 2025
1 ივნისი, კვირა, 2025

ეკა სეფაშვილი: ერთია, როცა ამერიკელ კონგრესმენებს თუ სენატორებს სხვის მიერ მოყოლილი ინფორმაცია ესმით და მეორეა, როცა ინფორმაციას იღებენ საქართველოს პირველი პირებისგან, რომლებიც გამოხატავენ მზაობას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ

„ვხედავთ, რომ აშშ-დან ჩამოსულია სენატორი სტივ დეინსი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია. მასთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა შედგა და მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ესეც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია [აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით]“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები პირადად ეცნობიან საქართველოს მზაობასა და დასტურს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

„ერთია, როცა ამერიკელ კონგრესმენებს თუ სენატორებს სხვის მიერ, ან, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მოყოლილი ინფორმაცია ესმით და მეორეა, როცა ისინი თავად, პირადად ეცნობიან საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მზაობასა და დასტურს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, შესაბამისად, თვითონვე რწმუნდებიან იმ იდეოლოგიურ თანხვედრაში, რაც ჩვენს ქვეყანასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვს.

შეგახსენებთ, როცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში, ის დიდი წნეხი, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან იგრძნობოდა საქართველოს მიმართ, გაქრა. გარდა ამისა, დაიხურა USAID-სა და NED-ის ქსელები და უკვე ღიადაც ამბობენ, რომ მათი საქმიანობა სახელმწიფო გადატრიალებებს ხმარდებოდა. ეს წნეხიც შემცირებულია, საგრძნობლად. შესაბამისად, აშშ-ის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები უკვე დავინახეთ და მე, მხოლოდ და მხოლოდ, მის გაძლიერებას ველოდები“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები