4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა: მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა – მათი შეჩერების დროა!

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა: მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა – მათი შეჩერების დროა!
საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათი შეჩერების დროა.

„ტერორი, საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა: საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა რამე სამართლებრივი პროცესის გარეშე. ბატონი ივანიშვილის მიერ დაკვეთილი ეს ოპერაცია განხორციელებულ იქნა “საქართველოს ავიახაზების” თვითმფრინავის გამოყენებით! მათი შეჩერების დროა!” – წერს ზურაბიშვილი.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს ეხება.

“ტერორი საქართველოში. მმართველი პარტიის კიდევ ერთი “ბოლშევიკური” ნაბიჯი: ანტიკორუფციული ბიურო მოქალაქეებს მოუწოდებს, ინფორმაცია მიაწოდონ “ნორმების დარღვევაზე”… და იძიებს მხოლოდ ოპოზიციის წევრებს, მაგრამ არც ერთ საჯარო კორუფციულ სკანდალს, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული…“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები