ზაზა შათირიშვილი – ინტერპოლის პასუხისმგებლობა საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობის დაცვაა, თუმცა, ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ ინტერპოლი მოკლებულია შესაძლებლობას, „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს

სამართლის უზენაესობის გარეშე ვერავითარი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი ვერ იარსებებს, სამართლის უზენაესობას კი თანამედროვე სამყაროში უმძიმესი კრიზისული პერიოდი უდგას, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

მისი განცხადებით, ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის პასუხისმგებლობაა საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობის დაცვა, ინტერპოლია, თუმცა, გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას, „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს.

“პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ხშირად საუბრობენ „წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე“, რაცწლიდან წლამდე სულ უფრო კარგავს აქტუალობას. სამართლის უზენაესობის გარეშე ვერავითარი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი ვერ იარსებებს, სამართლის უზენაესობას კი თანამედროვე სამყაროში უმძიმესი კრიზისული პერიოდი უდგას. სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელიც კი აღარ დარჩა ინსტიტუტები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობას განუხრელად დაიცავენ.

ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის პასუხისმგებლობა სწორედ საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობის დაცვაა, ინტერპოლი გახლავთ. თუმცა, ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ინტერესების გავლენით კომპრომისების დაშვება ინტერპოლსაც უწევს. კერძოდ, ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს.

ასე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი მის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. ბაჩიაშვილის შემთხვევას წინ უსწრებდა „დიპ სტეიტის“ მიერ სხვა უცხოელი აგენტების მფარველობა ინტერპოლის გამოყენებით. კერძოდ, ინტერპოლს 2014 წელს უარი ათქმევინეს მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე, ხოლო 2015 წელს ჯერ დავით კეზერაშვილს, შემდეგ კი ზურაბ ადეიშვილს გაუუქმეს გამოცხადებული ძებნა.

დავიტოვოთ იმედი, რომ ამერიკაში ტრამპი „დიპ სტეიტის“ შესუსტებას შეძლებს, რაც პოლიტიკური წნეხისგან განთავისუფლებაში ინტერპოლსაც დაეხმარება.” – წერს ზაზა შათირიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაჩი ტვილდიანი ჩვენი წევრი არასდროს ყოფილა –...

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, Როგორც "რუსთავი 2-ს" ორგანიზაციაში განუცხადეს, დაჩი ტვილდიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი არასდროს ყოფილა. "უკვე მეორე დღეა, კონკრეტული მედიასაშუალების...