29 მაისი, ხუთშაბათი, 2025
29 მაისი, ხუთშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი ტრამპის მილოცვაზე: ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა” აშკარად ცვლილებებია შესატანი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავლაშვილის მიმართ დამოუკიდებლობის დღისადმი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მილოცვას ეხმიანება. პოსტში დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მისამართით აკეთებს მინიშნებას და აღნიშნავს, რომ ტრამპის მილოცვა რადიკალებისათვის „საკონტროლო გასროლას” ჰგავს.

„ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა” აშკარად ცვლილებებია შესატანი. დღეიდან საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით უამრავი გაჭირვებული ისარგებლებს, რა თქმა უნდა, ამ „არალეგიტიმური” მთავრობის ხელში ჩავარდნილი ბიუჯეტის ხარჯზე…

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს: „ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, – ნათქვამია მისალოც წერილში,” – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები