პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანალიტიკოსი წერს, რომ ქვეყნიდან გაქცეული ბაჩიაშვილის დაკავება ანრი ოხანაშვილის პირველი რეზონანსული საქმეა. ზურაბ ქადაგიძე წარმატებებს უსურვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს ანრი ოხანაშვილს.
„რა უცებ ჩამოკრა უბედურების ზარმა?!
თაღლითი და რადიკალურ პროცესებს შეფარებული, სისხლის სამართლის ბრალდებული ბაჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოებამ დააკავა და გააწესა იქ, სადაც მისი ადგილია.
უნდა ითქვას, ანრი ოხანაშვილის პირველი რეზონანსული საქმეა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ასეთი ოპერატიული მუშაობა, ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რადგან საზოგადოება პირდაპირ გრძნობს უსაფრთხოების სამსახურის სწორ მუშაობას.
წარმატებები ანრის და მთელ უწყებას,“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.