4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით, მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა და ძებნილი დაკავებულია,- ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას.

მისივე თქმით, მისასალმებელია, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, სუს-ი და შსს, სახელმწიფოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მართლწესრიგის სადარაჯოზე დგანან, შესაბამისად ეს ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია, რომ ადგილობრივი და უცხოური რადიკალური ჯგუფები საწადელს ვერ აღწევენ.

„გიორგი ბაჩიაშვილი დაუკავებიათ, ეგ რომელია იცით, აი, ბიძინა ივანიშვილს რომ ფული მოჰპარა, მერე რადიკალების აქციებს რომ აფინანსებდა, მერე კი საქრთველოდან რომ გაიპარა, მერე მე ვინ დამიჭეროსო…ჰოო, სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით მაღალ პროფესიონალურ დონეზე იმუშავა და ძებნილი დაკავებულია. ყოველთვის მისასალმებელია, როდესაც ხედავ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, სუს-ი და შსს, სახელმწიფოს სტაბილურობის, უსაფრთხოების და მართლწესრიგის სადარაჯოზე რომ დგანან. სხვათაშორის ეს ფაქტორი ერთერთ გადამწყვეტია, რომ ადგილობრივი და უცხოური რადიკალური ჯგუფები საწადელს ვერ აღწევენ“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.