მარკო რუბიო: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მარკო რუბიოს მისალოცი წერილი სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს.

ოცდაათ წელზე მეტია, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა ემყარება დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს.

ამ დღეს აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, – წერს რუბიო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თორნიკე ჭეიშვილი მოპასუხე მხარეს: „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პროქართული ამომრჩეველი ჰყავს, რაც მთავარი განსხვავებაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი ეს...