26 მაისი, ორშაბათი, 2025
26 მაისი, ორშაბათი, 2025

ედიშერ გვენეტაძე Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მომხდარ ინციდენტზე – მოკლედ ამ არაადამიანებს დავალებული აქვთ პროვოკაციების გზით საქართველოს განადგურება, რასაც ვერ ეღირსებიან

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ქართველი მომღერლის ერეკლე გეწაძის მიერ Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მიმდინარე კონცერტის დროს წარმოდგენილ პერფორმანს ეხმიანება, როდესაც მან რუსეთის დროშაზე მოშარდვის იმიტაცია მოახდინა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საუბედუროდ ჩვენთან არიან ნაძირალები, კოლექტიურ ნაცებად ქცეული ჯინჯოლიები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყოველგვარ უსახურზე წამსვლელნი არიან და ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ისინი მზად არიან წავიდნენ საქართველოს გაჟლეტაზე.

“საუბედუროდ ჩვენთან არიან ნაძირალები, რომლებიც არად დაგიდევენ არც ტრადიციას, არც კულტურას, არც ისტორიას და არც არაფერ ადამიანურს. ესენი კოლექტიურ ნაცებად ქცეული ჯინჯოლიებია, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ყოველგვარ უსახურზე წამსვლელნი არიან.

გაღმელ-გამოღმელმა პატრონებმა, როდესაც 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს, ახლა საძაგელი პროვოკაციას მიმართეს. დაიქირავეს ვიღაც ნაძირალა, რომელსაც ჩრდილოელი მეზობლის დროშაზე ქართველი კაცისათვის უცხო რამ აკადრებინეს. ამით ამ უხსენებლებმა კიდევ ერთხელ უჩვენეს მათი საზიზღარი სახე. ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ისინი მზად არიან წავიდნენ საქართველოს გაჟლეტაზე. ეს გაგრძელებაა იმ უმსგავსოებისა, რომელიც მათ ჩაიდინეს შარვალჩახდილებმა და შემდეგ სამარცხვინოდ იგინა რუსთავი2-ზე ცვედანმა ვინმე გაბუნიამ. მოკლედ ამ არაადამიანებს დავალებული აქვთ პროვოკაციების გზით საქართველოს განადგურება, რასაც ვერ ეღირსებიან.
ასეთების ფეხქვეშ სამყაროს ოთხივე მხარეს მიწა უნდა იწვოდეს და კიდევაც იწვის”, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები