Axios: აშშ-ის სენატში იძიებენ, ვინ მართავდა ქვეყანას ბაიდენის ნაცვლად

აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, რონ ჯონსონმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ დაიწყო გამოძიება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ცოტა ხნის წინ კიბო დაუდგინეს. გამოძიების მიზანია იმის გარკვევა, თუ ვინ მართავდა სინამდვილეში ქვეყანას მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე ბაიდენის გარემოცვა სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა, რადგანაც, მისი თქმით, მათ იცოდნენ ბაიდენის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, მაგრამ ამას მალავდნენ.

„ეს უნდა გავაკეთოთ. ვგულისხმობ, ვინ მართავდა მთავრობას“, – განუცხადა რონ ჯონსონმა Axios-ს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით...

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და...