Euronews: ბელგიის ხელისუფლება ევროპარლამენტს კორუფციული სკანდალის გამო რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას სთხოვს

ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

საუბარია ხუთ ევროპარლამენტარზე, რომლებიც კომპანია Huawei-თან კავშირში, ფულის გათეთრებისა და კორუფციის საქმის გამოძიებაში ფიგურირებენ.

სამი მათგანი „ევროპის სახალხო პარტიასთან“ არის აფილირებული, ერთი „სოციალისტების და დემოკრატიის“ პარტიიდანაა, ერთი კი „ევროპული განახლებიდან“.

ბელგიის პროკურატურა ევროპარლამენტარებს კორუფციული პრაქტიკებით, Huawei-ის სასარგებლოდ ლობირების და კომპანიისთვის ხელსაყრელი კანონმდებლობის მხარდაჭერაში ედავება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას, ყველა თემასთან დაკავშირებით...

მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და...