შედგა ახალი პაპის ინაუგურაცია, მაღალი დონის სტუმრები ესწრებოდნენ ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში დელეგაციასთან ერთად, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვატიკანში, რომის ახალი პაპის ინაუგურაციაზე.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მივსალმებოდით ახალ პაპს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ვატიკანთან ურთიერთობები ახალი პაპის პირობებშიც იქნება ისეთივე მჭიდრო და ახლო, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გვექნება შესაძლებლობა გვქონდეს შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრებთ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის და რა თქმა უნდა გვექნება შესაძლებლობა ახალ პაპთან ვიმსჯელოთ იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს საქართველოს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ლეო XIV -ს ინაუგურაცია გაიმართა.