25 მაისი, კვირა, 2025
25 მაისი, კვირა, 2025

მიხეილ ყაველაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები

წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომში, ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის შემდეგ.

მისივე თქმით, საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.

„მქონდა შესაძლებლობა, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დავსწრებოდი. შემდე მომეცა შესაძლებლობა, რომ მისთვის პირადადაც მიმელოცა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე ხვალ მაქვს მასთან შეხვედრა.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის. წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები