18 მაისი, კვირა, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

ტრამპმა ბაიდენი და ობამა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტებმა, „დემოკრატებმა“ ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა გააყალბეს, რის გამოც ის მეორე ვადით არ აირჩიეს.

„ვინც არ უნდა მართავდეს „ავტოფენს“ [ჯო ბაიდენს], ყოველ წუთს ეს ამბავი უფრო და უფრო სკანდალური ხდება. ეს არის ნამდვილი დანაშაულის საკვანძო ნაწილი, კერძოდ ის, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული და მოპარული იყო. მილიონობით ადამიანმა იცოდა ამის შესახებ, მაგრამ რადიკალმა მემარცხენე „დემოკრატებმა“ ვაქცინაციის კამპანია ჩაატარეს, რათა საკუთარი ბრალეულობა გადაეფარათ“, – დაწერა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომი, ობამა და ბაიდენი დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი საარჩევნო კამპანიის დროს უთვალთვალებდნენ მას. ტრამპი ამტკიცებს, რომ 2020 წლის არჩევნები მან მოიგო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები