18 მაისი, კვირა, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

ვარლამ ლიპარტელიანი: დღევანდელი დღე ზუსტად იმის დასტურია, რომ ვერავინ და ვერაფერი მოერევა ქართველს და ქართულ ოჯახს, თუ მყარად ვიდგებით

საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით ჩვენს ენას, მამულსა და სარწმუნოებას და დღესაც ასე გრძელდება, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

„დღევანდელი დღე ზუსტად იმის დასტურია, რომ ვერავინ და ვერაფერი მოერევა ქართველ ადამიანსა და ქართულ ოჯახს, თუ ჩვენ მყარად ვიდგებით. დღეს ყველამ ერთად ვიზეიმეთ დღევანდელი დღე. ქართველი ადამიანი არავის დაემონება. ქართველი ადამიანი არასოდეს თავის ტრადიციებსა და კულტურას არ უღალატებს, ქართველი ადამიანი გარედან მოწოდებულ იდეოლოგიაზე არ გადავა​“, – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები