თეთრი სახლის სპიკერი: აშშ აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება

თეთრი სახლის სპიკერი, კაროლინ ლევიტი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ტურნეს შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს, სახელწოდებით „ტრამპის პირობა ახლო აღმოსავლეთს“. მასში ნათქვამია, რომ ამერიკა აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება.

„აშშ-მა ერების მშენებლობას, საგარეო ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება თავი დაანება“, – დაწერა მან.

ლევიტის თქმით, ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას მკაფიოდ განუცხადა, რომ რეგიონის მცხოვრებლების ბედი მათ ხელშია. მისი ეს გზავნილი სწრაფად მოედო მთელ რეგიონს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს. EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრიმიჰოლმარტინი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სამიტის გახსნით პლენარულ სესიას...