ე.წ. აფხაზეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვარზე უსაფრთხოება მტკიცედ არის უზრუნველყოფილი, მცირე ინციდენტები საზღვარზე არ არის კრიტიკული. ამის შესახებ რუსულ TASS-თან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საზღვარზე არსებული ვითარების შეფასებისას ისაუბრა.
„აფხაზეთის „საზღვრის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის „რესპუბლიკის“ და რუსეთის ფედერაციის „სასაზღვრო სამსახურები“, უსაფრთხოება მტკიცედ არის უზრუნველყოფილი, არის მცირე ინციდენტები „საზღვარზე“, მაგრამ ის არ არის კრიტიკული.“ – აცხადებს დე ფაქტო „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია.
„2008 წელის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ჩვენ საერთო ხელშეკრულების საფუძველზე ავაშენეთ აუცილებელი გამყოფი ხაზი ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით ჩვენ მტკიცედ და საიმედოდ ვართ დაცული“, – განაცხადა ბჟანიამ.