28 ივნისი, შაბათი, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

დე ფაქტო პრეზიდენტი: დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით

რუსულ TASS-თან ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია საქართველოსა და „აფხაზეთის“ ურთიერთობებს და მის შემდგომ პერსპექტივას აფასებს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც უკრაინაში სპეცოპერაცია დაიწყო, საქართველოს ლიდერებმა ყველაფერზე პრაგმატული მიდგომა აჩვენეს, ისინი არ იყვნენ ჩართულნი იმ პროვოკაციაში, რომელიც მათ უკრაინამ დაუწესა. უკრაინის ლიდერის განმეორებითმა მოწოდებამ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ მათგან მხარდაჭერა არ ჰპოვა. და მომავალში, თუ საქართველოში პრაგმატიზმი გამოვლინდება, ამით შეიძლება ზედმეტი ინციდენტების აღმოფხვრა“, – განაცხადა ტასთან საუბარში ბჟანიამ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი მომავალი, საქართველოს ხელმძღვანელობამ უნდა აღიაროს არსებული რეალობა.  დღეს აფხაზეთი დამოუკიდებელია და მის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს რუსეთის ხელმძღვანელობა და ხალხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი განვითარების გზა. და ჩვენ ამას მივყვებით, ამავდროულად, დაინტერესებული ვართ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით“, – აღნიშნა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

გამოცემასტან ინტრევიუში ბჟანიამ ასევე ისაუბრა ე.წ. საზღვარზე არსებულ ვითარებაზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები