აფხაზმა მოდელმა ვიქტორია კვიცინიამ მილანის ჩვენება დახურა

აფხაზმა მოდელმა  ვიქტორია კვიცინიამ მილანის მოდის კვირეული დახურა, ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.  ვიქტორიამ  „Apsnypress“-ის კორესპონდენტს უამბო რომ მილანის მოდის კვირეული 20-26 თებერვალს გაიმართა. დიდი მოდის ინდუსტრიაში ეს კვიცინიას პირველი ჩვენებაა.

„მილანის მოდის კვირეული დატვირთული იყო ემოციურად – ეს იყო გზა სიხარულისა და მღელვარების… ზოგჯერ ვჯდები და ვფიქრობ, მართლა მილანია, ყველაფერი ისე წარმატებულად ჩაიარა, რომ მე, უბრალო აფხაზ გოგონას, საშუალება მომეცა, ჩვენება დამეხურა“, – აცხადებს მოდელი.

ვიქტორია კვიცინია მილანამდე სხვადასხვა დიზაინერებთან თანამშრომლობდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...