12 მაისი, ორშაბათი, 2025
12 მაისი, ორშაბათი, 2025

„კარფური“: ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში მომხმარებლის მიერ მოხდა გარკვეულ პროდუქტებზე სტიკერების მიკვრა. ფაქტის აღმოჩენისთანავე თვითნებურად მიკრული ყველა სტიკერი სრულად იქნა მოხსნილი

ჰიპერმარკეტი „კარფური“ ერთ-ერთ ფილიალში, სხვადასხვა პროდუქციაზე მომხმარებლის მიერ თვითნებურად მიკრული სტიკერების გამო კონტროლს აძლიერებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ კარფურს კითხვით მიმართა: „კარფურის დახლებზე გამოჩნდა გარკვეული ნაწარმი, რომელსაც სტიკერები აქვს მიკრული. თუ ხართ საქმის კურსში ამ შემთხვევის შესახებ, იღებს თუ არა კომპანია პასუხისმგებლობას ამ ქმედებაზე და არის თუ არა ეს პროდუქტი ისევ დახლებზე? დაიწყეთ თუ არა მოკვლევა ან აპირებთ თუ არა საჯარო კომენტირებას?“.

„კარფურის“ ადმინისტრაციამ „ქრონიკას“ უპასუხა, რომ აღნიშნული სტიკერები მომხმარებელმა თვითნებურად მიაკრა პროდუქციას: „კარფურის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში მომხმარებლის მიერ მოხდა გარკვეულ პროდუქტებზე სტიკერების მიკვრა. ფაქტის აღმოჩენისთანავე თვითნებურად მიკრული ყველა სტიკერი სრულად იქნა მოხსნილი. მსგავსი შემთხვევის სხვა ფილიალში თავიდან აცილების მიზნით ყველა ფილიალში კონტროლი გაძლიერებულია“, – განმარტეს ადმინისტრაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

I შვილი – 1500 ლარი,...