მადლობა სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა იმის განცდა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭ-გაშლილები და ამაყად დავდივართ, – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში აღნიშნეს, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
„ერთია ფაქტი – მშვიდობის ფასი არაფერია. სხვათა შორის, დღეს 103 წლის გახდა ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი მეორე მსოფლიო ომის. სულ დარჩენილია სამამულო ომის 57 მონაწილე და 104 წლისა გვყავს ყველაზე უხუცესი“, – განაცხადა კობალაძემ.